ამჟამად ვეხმარებით

ლუკა კაპანაძე
ლუკას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 4 წლის ასაკში დაუსვეს, მას შემდეგ მძიმე მკურნალობის არაერთი კურსი ჩაუტარდა, ოპერაცია, კველევები, მედიკამენტები...
მირაიდა გორბატიუკი
"დედა არ მეუბნება და არ მაგრძნობინებს რომ ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს ფინანსურად, სიმსივნესთან ბრძოლაც ძალიან რთულია, მაგრამ ვცდილობ ყველაფერს გავუძლო ჩუმად ჩემთვის...
გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,
დაკარგული სიცოცხლე
ნუცა წიკლაური, 2 წელი ვიბრძოდით მისი სიცოცხლის გადასარჩენად, მას შემდეგ, როდესაც პატარას ნეირობლასტომის დიაგნოზი დაუსვეს.
ყველაფერი 2018 წლიდან დაიწყო, ბარბარე ავად გახდა, დიაგნოზი, რომელიც 4 წლის პატარას დაუსვეს ასე ჩაიწერა მის ისტორიაში "შემაერთებელი და რბილი ქსოვილების დაუზუსტებელი ლოკალიზაციის ავთვისებიანი სიმსივნე"

გასულ წელს, 16 წლის ასაკში ზურას უცნაური წელის ტკივილები დასჩემდა,  ტკივილმა დროთა განმავლობაში მარჯვენა ქვედა კიდურში გადაინაცვლა, შემდეგ საერთო სისუსტეც შენიშნეს და აგვისტოს თვეში ექიმს მიმართეს.

ბაჩი 17 წლისაა, ქობულეთიდან. 2 წლის წინ, სახეზე, მარჯვენა მხარეს  მტკივნეული შეშუპება გაუჩნდა, ანტიბიოტიკების ფონზე მოცულობითი წარმონაქმნი არ შემცირებულა. ჩატარდა ბიოფსია და დაისვა დიაგნოზი, რომელსაც ჩვენ მესამე წელია ვებრძვით -თავ-კისრის ლოკალიზაციის ალევორალური რაბდომიოსარკომა (მე-3 სტადია).
ანი 14 წლისაა, 9 წლის ასაკში მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემიის დიაგნოზი დაუსვეს. მკურნალმა ექიმებმა ხანგრძლივი მკურნალობით პაციენტი რემისიაში გადაიყვანეს, თუმცა რეციდივი 2-ჯერ განვითარდა,
თენგო ჩვენი ფონდის ერთ-ერთი იმ პირველ შვილობილთაგანია, მარტო რომ მოგვიწია მისი სიცოცხლისთვის ბრძოლა. მიელოდისპლაზიური სინდრომის დიაგნოზი მას 9 წლის ასაკში დაუდგინეს, მდგომარეობა შეფასდა როგორც კრიტიკულად მძიმე და კონსილიუმის გადაწყვეტილებით ძვლის ტვინის ტრანსპლანტაცია სასწრაფო და გადაუდებელ ერთადერთ გამოსავლად ჩაითვალა.
7 წლის ელენე დავაძეს არაჰოჩკინის ლიმფომის დიაგნოზი გასული წლის ზაფხულში დაუსვეს. დედამ გოგონას ყელზე ამობურცული სიმაგრე შენიშნა, მაშინვე დაბალი ტემპერატურა და სისუსტეც დაეწყო. ექიმი ბიძის რჩევით ბავშვი სასრაფოდ იაშვილის კლინიკაში ჩამოიყვანეს. 9 თვის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი გაიარა, მდგომარეობა კი სულ უფრო მძიმდებოდა.
ლუკა ხელაძე 11 წლისაა, 2011 წლიდან მწვავე პრომიელოციტური ლეიკემიის დიაგნოზით იაშვილის კლინიკაში მკურნალობს. ქიმიოთერაპიის კურსის ფონზე პირველივე ეტაპზე დაფიქსირდა რემისია, გასულ წელს კი განვითარდა პირველი რეციდივი. წესისამებრ,  გაგრძელდა ქიმიოთერაპიით მკურნალობა და კვლავ მიღწეულ იქნა რემისია. ახლახანს დასრულდა პოლიქიმიოთერაპია და ფონდის ტანადაფინანსებით გაიგზავნა იტალიაში, ვერონას კლინიკაში ძვლის ტვინის გადანერგვის მიზნით.
დემეტრე ჩიტორელიძე 2 წლისაა, გასული წლის მარტიდან მკურნალობს კლინიკა ლაიფმედში, დიაგნოზი - ემბრიონალური რაბდომიოსარკომა. მშობლებმა პატარას მარჯვენა მხრის მიდამოში მცირე წარმონაქმნი შენიშნეს. სასწრაფოდ მიმართეს ექიმს, არასაიმედო პროგნოზის შემდეგ ბიოფსიის ანალიზი გერმანიაშიც გაიგზავნა.
2013 წლის ივლისში ლიზის დაეწყო მუცლის ტკივილი, იაშვილის კლინიკაში ჩაუტარდა გამოკვლევა, გადაუღეს ტომოგრაფია, სადაც გამოჩნდა სიმსივნური წარმონაქმნი, ჩაუტარდა ბიოფსია და დაისვა დიაგნოზი – გერმინაციული უჯრედების სიმსივნე, მცირე მენჯის ღრუს სიმსივნე „ტერატომა“, ყვითრის პარკის სიმსივნე. ექიმების გადაწყვეტილებით, წარმონაქმნის დასაპატარავებლად ლიზის ჩაუტარდა ქიმიოთერაპიის 6 კურსი. 

დონაციის შედეგები

13.11.2024
15
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
13.04.2023
5
ჯამური თანხა : 10688.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599766949
599766949
media4life.ge