ამჟამად ვეხმარებით

ლუკა კაპანაძე
ლუკას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 4 წლის ასაკში დაუსვეს, მას შემდეგ მძიმე მკურნალობის არაერთი კურსი ჩაუტარდა, ოპერაცია, კველევები, მედიკამენტები...
მირაიდა გორბატიუკი
"დედა არ მეუბნება და არ მაგრძნობინებს რომ ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს ფინანსურად, სიმსივნესთან ბრძოლაც ძალიან რთულია, მაგრამ ვცდილობ ყველაფერს გავუძლო ჩუმად ჩემთვის...
გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,

ბაჩი კაკალაძე

ბაჩი 17 წლისაა, ქობულეთიდან. 2 წლის წინ, სახეზე, მარჯვენა მხარეს  მტკივნეული შეშუპება გაუჩნდა, ანტიბიოტიკების ფონზე მოცულობითი წარმონაქმნი არ შემცირებულა. ჩატარდა ბიოფსია და დაისვა დიაგნოზი, რომელსაც ჩვენ მესამე წელია ვებრძვით -თავ-კისრის ლოკალიზაციის ალევორალური რაბდომიოსარკომა (მე-3 სტადია). მაგნიტო-რეზონანსული კვლევებით სიმსივნური წარმონაქმნი საკმაოდ დიდი ზომის აღმოჩნდა, მისი მდებარეობა კი კიდევ უფრო ართულებდა მდგომარეობას - მჭიდრო შეხებაში მარჯვენა შიგნითა და გარეთა საძილე არტერიებთან, ინვაზირებული შიგნითა საუღლე ვენაში.  წარმონაქმნი იწვევდა ძირითადი ძვლის დიდი და მცირე ფრთების ნაწილობრივ დესტრუქციას და იყო რისკი მისი გავრცელებისა.  კონსილიუმმა გადაწყვიტა სასწრაფო წესით სიმსივნის ამოკვეთა საზღვარგარეთ სამი ქირურგიული ბრიგადის (თავ-კისრის, ნეირო და ანგიოქირურგების) მიერ. სიმსივნის ნაწილობრივი რეზექცია თურქეთში, მედიპოლის კლინიკაში ჩატარდა 2016 წელს. მოგვიანებით გამოვლინდა სიმსივნის  პარამენინგეალური გავრცელება. დაინიშნა სხივური თერაპია, ქიმიოთერაპია. მდგომარეობა შეფასდება როგორც მორეციდივე. პაციენტი მუდმივ კვლევებსა და მკურნალობას საჭიროებდა. საქართველოში რამდენიმე ქიმიოთერაპიული კურსი ჩაუტარდა ბაჩის, ამ ეტაპზე მდგომარეობა უკეთესია, მიღწეულ იქნა სრული რადიოლოგიური რემისია. სამწუხაროდ, ხანგრძლივმა ქიმიოთერაპიამ, სიმსივნის რთულმა მდებარეობამ ბაჩის პრობლემები დაუტოვა,მას სახის ნერვის პარეზი და დაფის აპკის დეფექტი აქვს, უჭირს ღეჭვა და მხედველობაც რისკის ქვეშაა. მისი გამოჯანმრთელებისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ოპერაციული ჩარევაა საჭირო - დაფის აპკის პლასტიური ოპერაცია  და სახის ნერვის დაზიანებული ტოტის გადანერგვა. ეს რთული ოპერაცია თურქეთში, მედიპოლის კლინიკაში უნდა ჩატარდეს, მის დაფინანსებაში მონაწილეობს ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარის მერია იღებს, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი აქტიურადაა თანხების მობილიზებაში ჩართული და თქვენი დახმარებით დარჩენილ თანხას ჩვენ შევავსებთ. დონაციისათვის ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ ჩარიცხოთ თანხა ბაჩისთვის პლასტიკური ბარათით.

დონაციის შედეგები

13.11.2024
15
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
13.04.2023
5
ჯამური თანხა : 10688.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599766949
599766949
media4life.ge