ამჟამად ვეხმარებით

ელენე მერმანიშვილი

ელენეს შესახებ მისი გმირი დედა გვიყვება: 31 დეკემბერს დაუსვეს ელენეს ლეიკემიის დიაგნოზი. 2019 წლის დადგომას საავადმყოფოს პალატაში გადასხმებზე შეერთებულ ელენესთან ერთად შევხვდი. ორი პროცენტი სოცოცხლის შანსი, რისკი რომ პირველივე ქიმიაზე დავკარგავდი შვილს...

ლუკა კაპანაძე
ლუკას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 4 წლის ასაკში დაუსვეს, მას შემდეგ მძიმე მკურნალობის არაერთი კურსი ჩაუტარდა, ოპერაცია, კველევები, მედიკამენტები...
გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
რადგანაც საქართველოში ვერცერთმა ექიმმა ვერ აიღო პასუხისმგებლობა, მისი მკურნალობა თითქმის წელიწადია თურქეთში მიმდინარეობას, ლუკას რთული დიაგნოზი აქვს, თავზე ჰემანგიომა, თრომბოციტოპენია და ასევე დაუდგინდა, მსოფლიოში უიშვიათესი დაავადება -კაზაბახ-მერიტის სინდრომი.
ბოლოს საჭირო გახდა ბავშვის დაუყოვნებლივ გადაყვანა თურქეთში, სადაც ჩასვლისთანავე რეანიმაციულ განყოფილებაში მოხვდა და ექიმების თქმით, ლუკას მდგომარეობა
კრიტიკული იყო (უფრო მეტიც, თურმე საერთოდ არ ჰქონდათ ბავშვის გადარჩენის იმედი),
ექიმებმა ერთ თვეზე მეტი იბრძოლეს ლუკას გადასარჩენად.
ამ ეტაპზე, ექიმების თავდაუზოგავი შრომის შედეგად, ლუკას მდგომარეობა დასტაბილურდა. მუდმივად სჭირდება იმუნოგლობულინის გადასხმა და საკონტროლო კვლევების ჩატარება ყოველკვირეულად, შეძლებისდაგვარად ამ სერვისების დაფინანსებას ფონდი უზრუნველყოფს, ასევე პერიოდულად კონტროლზე სტამბულში მიემგზავრება, ბილეთებს და სასტუმროს ოჯახისთვის ფონდი იძენს.

"ლუკა რომ გაიზრდება, მოვუყვები, როგორ ზრუნდავდა ათასობით უცხო ადამიანი მისი სიცოცხლისთვის და ის აუცილებლად დაეხმარება სხვებს, ამ ვალის დასაბრუნდებლად" - ამბობს ლუკას დედა, დავეხმაროთ ლუკას ოჯახს, გამოვაჯანმრთელოთ პატარა ბიჭი, რომ შემდეგ თავად იზრუნოს სხვა ადამიანებზე.
 

დონაციის შედეგები

17.01.2025
50
15.01.2025
1
26.12.2024
10
13.11.2024
15
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
ჯამური თანხა : 10749.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599766949
599766949
media4life.ge