ამჟამად ვეხმარებით

ელენე მერმანიშვილი

ელენეს შესახებ მისი გმირი დედა გვიყვება: 31 დეკემბერს დაუსვეს ელენეს ლეიკემიის დიაგნოზი. 2019 წლის დადგომას საავადმყოფოს პალატაში გადასხმებზე შეერთებულ ელენესთან ერთად შევხვდი. ორი პროცენტი სოცოცხლის შანსი, რისკი რომ პირველივე ქიმიაზე დავკარგავდი შვილს...

ლუკა კაპანაძე
ლუკას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 4 წლის ასაკში დაუსვეს, მას შემდეგ მძიმე მკურნალობის არაერთი კურსი ჩაუტარდა, ოპერაცია, კველევები, მედიკამენტები...
გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,

ელენე დავაძე

7 წლის ელენე დავაძეს არაჰოჩკინის ლიმფომის დიაგნოზი გასული წლის ზაფხულში დაუსვეს. დედამ გოგონას ყელზე ამობურცული სიმაგრე შენიშნა, მაშინვე დაბალი ტემპერატურა და სისუსტეც დაეწყო. ექიმი ბიძის რჩევით ბავშვი სასრაფოდ იაშვილის კლინიკაში ჩამოიყვანეს. 9 თვის განმავლობაში იაშვილის კლინიკაში ქიმიოთერაპიის რამდენიმე კურსი გაიარა, მდგომარეობა კი სულ უფრო მძიმდებოდა.
გოგონას ფიზიკური ტკივილები და სისუსტე აწუხებდა, არც ანალიზები იყო იმედის მომცემი. სამედიცინო კომისიის გადაყვეტილებით სამომავლო მკურნალობის გასაგრძელებლად ელენე სასწრაფოდ თურქეთში გადაიყვანეს. პირველ ეტაპზე მკურნალობამ შედეგი გამოიღო, ექიმები ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ ბავშვი გადანერგვის კონდიციამდე მიიყვანონ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სავარაოუდო დონორის ძიება. ჩვენი ფონდი შესაძლებლობის ფარგლებშ უწევს დახმარებას დავაძეების ოჯახს, მკურნალობის პირველი კურსი ჯანდაცვისა და სოლიდარობის ფონდის მიერ იქნა დაფინანსებული.

დონაციის შედეგები

17.01.2025
50
15.01.2025
1
26.12.2024
10
13.11.2024
15
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
ჯამური თანხა : 10749.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599766949
599766949
media4life.ge