ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღე არის გლობალური ერთობლივი კამპანია, რომელიც მიზნად ისახავს ბავშვთა კიბოს შესახებ ცნობიერების ამაღლებას და სიმსივნით დაავადებული ბავშვებისა და მოზარდების, გადარჩენილებისა და მათ ოჯახების მხარდაჭერას.
ჩვენ ავიმაღლებთ ხმას და წარმოვიდგენთ იმ დღეს, როდესაც კიბოს მქონე ყველა ბავშვი და მოზარდი ისარგებლებს საუკეთესო შესაძლო მკურნალობით, ზრუნვით და მხარდაჭერით, მიუხედავად იმისა, თუ სად ცხოვრობენ ისინი მსოფლიოში.
ყოველწლიურად 400 000-ზე მეტ ბავშვსა და 20 წლამდე მოზარდს
უდასტურდება კიბოს დიაგნოზი. გადარჩენის მაჩვენებელი კი დღესაც
დამოკიდებულია რეგიონზე, 80%-ია გადარჩენა უმეტეს მაღალშემოსავლიან
ქვეყნებში, მაგრამ 20% მხოლოდ დაბალი და საშუალო შემოსავლის
ქვეყნებში.
ბავშვთა კიბოს საერთაშორისო დღე ხელს უწყობს ბავშვთა
კიბოსთან დაკავშირებული საკითხებისა და გამოწვევების გაღრმავებასა და
გააზრებას და გავლენას ახდენს კიბოთი დაავადებულ
ბავშვებზე/მოზარდებზე, გადარჩენილებზე, მათ ოჯახებზე და მთლიანად
საზოგადოებაზე.
იგი ასევე ხაზს უსვამს კიბოს მქონე ყველა ბავშვის მკურნალობას და
ზრუნვას უფრო თანაბარი და უკეთესი ხელმისაწვდომობის აუცილებლობას,
ყველგან.
ჩვენ, Childhood Cancer International-ის ყველა წევრი
გავერთიანდით იმისათვის, რომ ბავშვთა კიბო ბავშვთა ჯანმრთელობის
ეროვნულ და გლობალურ პრიორიტეტად იქცეს, რათა უზრუნველყოს სათანადო
რესურსები კიბოს მქონე ბავშვების ძირითადი უფლებების
დასაკმაყოფილებლად. კიბოს დიაგნოზის მქონე ყველა ბავშვის ძირითადი
უფლებები მოიცავს:
ადრეული და სწორი დიაგნოზის უფლება;
სიცოცხლის გადამრჩენ ძირითად მედიკამენტებზე წვდომის
უფლება;
შესაბამისი და ხარისხიანი სამედიცინო მკურნალობის უფლება;
გადარჩენილთათვის ზრუნვის, მომსახურების და მდგრადი საარსებო
შესაძლებლობის შემდგომი მიღების უფლება.
#ICCD2025-ისთვის, მოქმედების დროა! ერთობლივი ძალისხმევის
ჩვენებითა და რეგიონული ინიციატივებით ამ საკითხების
მოსაგვარებლად.
შეუერთდით @ChildhoodCancerInternational-ისა და ჩვენი
ფონდის ამ კამპანიას და ერთად ვიყოთ სხვების მოქმედების
მამოძრავებელი.
გახდით გადამდები მაგალითი #InspireAction ერთად და მიიღე
მონაწილეობა ჩვენს გამოწვევაში, თუნდაც ერთი ლარით გამოხატე შენი
თანადგომა
დონაცია მარტივია აქ