1. კანის დაზიანება. სხეულის 100%
2. თვალის პრობლემები, მხედველობის დაქვეითება.
3. ოსტეოპოროზი, ძვლების გამორეცხვა კალცისგან. რის გამოც
ელენეს ორჯერ მოტყდა ფეხი და ერთხელ იმდენად რთული მოტეხილიბა იყო
საჭირო გახდა ოპერაცია.
4. ფილტვის სოკო, რაც გამოწვეულია ანტიბიოტიკების და ქიმიების
მიღებით.
5. მყესების დამოკლება, რის გამოც ვერ შლის ბოლომდე ფეხებს და
ხელებს.
6. ფიზიკური ზრდის შეფერხება.
7. კბილების დაშლა. რომელიც ინფექციის დიდი წყაროა და საჭიროა
შეუნარჩუნდეს და მოუწესრიგდეს კბილების მთლიანობა და
ჰიგიენა.
ეს ყველაფერი გამოწვეულია ძვლის ტვინის გადანერგვიდან. ექიმების
ენაზე ამას ქვია "ჯივიეიჩი", ელენეს შემთხვევაში ეს გადავიდა
ქრონიკულ მდგომარეობაში, რაც საჭიროებს მუდმივად მედიკამენტების
(იმუნოსუპრესანტების) მიღებას. ხდება ხელოვნურად იმუნიტეტის
დატღგუნვა, რომ გადანერგილი ძვლისტვინი არ უარყოს ორგანიზმმა და
არ მოხდეს რეციდივი.
ზემოთ ჩამოთვლილ პრობლემებს მუდმივად ესაჭიროება კონტროლი,
ანალიზები , სხვადასხვა მანიპულაციები და შესაბამისი ექიმების
კონსულტაცია. ორ კვირაში ერთხელ ანალიზებს ვაგზავნით თურქეთში,
იმ ექიმთან, რომელმაც გაუკეთა გადანერგვა და ანალიზების მიხედვით
უკონტროლებენ წამლის დოზებს.
ზოგიერთი ანალიზი, მაგალითად ტაკროლიმუსი, რომელიც არის წამლის
კონტოლი სისხლში, არ კეთდება იაშვილში, გვიწევს ან ლიმბახის
ლაბორატორიაში გაკეთება, სადაც ეს ანალიზი ღირს 300 ლარი, ან
ინგოროყვაში, სადაც ღირს 100 ლარი. ფასის ამხელა სხვაობა,
სავარაუდოდ, ხარისხს უკავშირდება.
თვალის პრობლემები ამ ეტაპზე ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან
მხედველობის სრული დაკარგვის რისკის ქვეშაა ელენე და ვცდილობთ პროცესი
შეჩერდეს. ერთდროულად თვალებზე აქვს ვირუსები, კერატიტი და სხვასასხვა
ინფექციები. თვალის კონტროლი და წამლები ორ კვირაში ერთხელ 300 -ან
500 ლარამდე ჯდება.
სწორედ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ, ძალიან ხშირად
მიწევს საზოგადოების შეწუხება.
უბრალოდ, წარმოუდგენლად რთულია ამ ყველაფერს ჩვეულებრივი ოჯახი
მარტო გაუმკლავდეს. სამწუხაროდ, მხოლოდ იაშვილში გვაქვს შეღავათები
ჯანდაცვიდან. სხვაგან ყველგან გადახდა გვიწევს. იაშვილში კი
მხოლოდ ზოგადი ანალიზები და პროცედურები გვიფინანსდება. უმეტესი რთული
და სერიოზული ჩარევებისთვის სხვა კლინიკებში გვიწევს
სიარული.
ახლა 1 წელი დარჩა საბოლოოდ გამოჯანმრთელებამდე. როცა უკვე
რეციდივის რისკი აღარ იქნება და ვიტყვით რომ ლეიკემია საბოლოოდ
დამარცხდა და ახალი ცხოვრება დავიწყეთ.
ელენე ეხლა არის 8 წლის ის 2 წლიდან ებრძვის ამ დაავადებას და
წარმოუდგენლად ძლიერი და სიცოცხლის მოყვარულია. მისი
გამოჯანმრთელების შანსი 0-ს უდრიდა, ელენე კი არ დანებდა და დღემდე
იბრძვის.
ამიტომ არ მინდა დავუშვა, რომ ფინანსების გამო რამე დროზე
ვერ გაუკეთდეს და გაურთულდეს.
ამიტომ გვჭირდება მუდმივად თქვენი გვერდში დგომა და
მადლობა, ათასი მადლობა ყველას, ვინც ამდენიხანი ხართ ჩვენს
ფეხდაფეხ, უთქვნოდ ამის გადალახვა არამგონია შეგვძლებოდა.
ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება❤️