-
ფონდის სახსრებიდან 2024 წელს 192 616 ლარი გაიცა 46 ბენეფიციარის სასარგებლოდ, დაფინანსდა 170 განცხადება.
-
2013 წლიდან დღემდე კი თითქმის 4,5 მილიონი ლარი შევაგროვეთ და გავეცით.
ეს 12 წელი ჩვენ არ გავჩერდით და ვაგრძელებთ სიცოცხლისთვის
ბრძოლას თქვენი მხარდაჭერის იმედით, რადგან მათი ბედი თქვენს ხელთაა.
ჯანდაცვის, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ფონდების მნიშვნელოვანი
მხარდაჭერის მიუხედავად, არის დიდი ნაწილი ხარჯებისა, რომელთა
მოძიებაც ოჯახებს უკიდურესად უჭირთ, სწორედ ამ ტიპის ხარჯებს
ანაზღაურებს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი. ჩვენ ვიძენთ
მედიკამენტებს უცხოეთიდან, ვაფინანსებთ მგზავრობას და სასტუმროს,
რეაბილიტაციისა და კვლევების, ხშირად არასრულად დაფინანსებული
მკურნალობის ხარჯებსაც 0-18 წლის ასაკის ონკოპაციენტი
ბენეფიციარებისთვის.
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდისთვის ეს ყოველდღიური
ბრძოლაა, ბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის.... ყველა ბრძოლას
საკუთარი სახელი აქვს, საკუთარი ისტორიით, გამარჯვებით და
დამარცხებით.... ლედი, ნინი, მუჰამადი, ქეთი, ბექა, მარიამი,
გიორგი, ჯონი.... 400-ზე მეტი გადარჩენილი სიცოცხლე და ბევრი წაგებული
ბრძოლა...
ეს ჩვენი 2024 წლის შედეგებია, ფონდის ისტორიაში
ყველა დაბალი ფინანსური მაჩვენებლით, (ასე ვწერდით გასულ
წელსაც), სამწუხაროდ, ვერ შევძელით მეტი თანხის მობილიზება,
ბევრჯერ უარის თქმაც მოგვიწია, არ იყო ადვილი... ყველას და ყველაფერს
ერთი ბანერი ვერ დაიტევს, ბევრად მეტი გავიარეთ ერთად...
მადლობას გიხდით ერთგულებისთვის დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის წევრებისა და ბენეფიციარების სახელით!
ვაგრძელებთ ბრძოლას თქვენი თანადგომის იმედით!
დონაცია შესაძლებელია პლასტიკური ბარათით ჩვენს ვებგვერდზე
www.media4life.ge მოძებნეთ დონაციის ღილაკი, პლასტიკური
ბარათის საშუალებით შეასრულეთ ოპერაცია, დაეხმარეთ თუნდაც 1 ლარით
სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ პატარებს.
შეგიძლიათ დარეკოთ 0901080806
ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: #GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: #GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი Foundation Name of
D.Tsintsadze