ამჟამად ვეხმარებით

ლუკა კაპანაძე
ლუკას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 4 წლის ასაკში დაუსვეს, მას შემდეგ მძიმე მკურნალობის არაერთი კურსი ჩაუტარდა, ოპერაცია, კველევები, მედიკამენტები...
მირაიდა გორბატიუკი
"დედა არ მეუბნება და არ მაგრძნობინებს რომ ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს ფინანსურად, სიმსივნესთან ბრძოლაც ძალიან რთულია, მაგრამ ვცდილობ ყველაფერს გავუძლო ჩუმად ჩემთვის...
გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,

ნანიკოს ბლოგი

შემდეგი გაჩერება - სიცოცხლე...

ნანიკო ტორონჯაძე ფონდის ყოფილი ბენეფიციარი და მოქმედი წევრია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფილოლოგიის ფაკულტეტზე სწავლობს, ჩართულია ფონდის აქტივობებში, ბლოგებიც ამ ჩართულობის ნაწილია, უშურველად უზიარებს გამოცდილებას და ემოციას მათ, ვისაც დღეს სჭირდება მხარდაჭერა და თანადგომა იმ რთულ გზაზე, რომელსაც სიცოცხლისთვის ბრძოლა ქვია.

ნოემბრის სუსხიანი საღამოა, რთული გამოცდიდან ვბრუნდები და გზად ქავთარაძის “ევექსმა” მომჭრა თვალი. ავტობუსმა იქვე გააჩერა და სანამ არ დაიძრა, ჩემი თვალი ერთ წერტილს ვერ მოშორდა. ვიგრძენი, რომ პულსი ამიჩქარდა, ყელში ბურთი გამეჩხირა, მუსიკა გავთიშე, თვალები დავხუჭე და ერთი სული მქონდა, როდის გავცდებოდით ადგილს. ხალხისთვის ჩვეულებრივი გაჩერებაა, ჩემთვის კი ადგილი, სადაც სიცოცხლე მიწყდებოდა, რადიოლოგის ერთ პასუხზე იყო ჩემი მომავალი დამოკიდებული. კონტროლებს(ტომოგრაფიას) სწორედ იქ ვიკეთებდი და სანამ ექიმი არ გამოვიდოდა, იტყოდა, რომ ყველაფერი კარგად იყო, გაყინული ვიდექი, ოღონდ მაქსიმალურად ვცდილობდი, არ შემემჩნია, რადგან ჩემს ანერვიულებულ დედიკოზე ემოცია არ დამემატებინა. ზოგადად, მაქსიმალურად ვცდილობდი, არასდროს დამტყობოდა ღელვა, რამაც ახლა საპირისპირო შედეგი გამოიწვია, თუმცა ადამიანური მხარეები უფრო გამიღვიძა.

ცივი გონებით რომ ვუფიქრდები, “ევექსის” დანახვის კი არ უნდა მეშინოდეს, არამედ მიხაროდეს, რადგან იქიდან ბედნიერი პასუხებით რომ

გამოვდიოდი, თავიდან ვიბადებოდი. ამიტომ, მხოლოდ მადლიერების გრძნობა უნდა მქონდეს გულში, რაც მაქვს და ვიღვიძებ თუ არა, მახსენდება, რომ კი, ჩვეულებრივი გოგო ვარ მეც, უბრალოდ განსხვავებული და გამორჩეული ისტორიით, რომელმაც სარკომაზე გამამარჯვებინა, მეორეჯერ დამბადა.

ჩემი გამარჯვება არ ყოფილა მხოლოდ ნანიკოსა და მისი დედიკოს გამარჯვება, ეს იყო ყველა იმ ადამიანისიც, რომლებმაც ძალიან დამეხმარა. სიკეთის ფასი ყველაზე კარგად მაშინ გავიაზრე, როცა გერმანიაში დავრჩით სასწრაფოდ გასამგზავრებელი და ესეც ჩემმა მეორე ოჯახმა,  “ცინცაძის ფონდმა” დამაფინანსა. ეს დახმარება მხოლოდ მატერიალურს არა, სულიერ დახმარებასაც მოიცავდა და ჩვენი მეგობრობა უკვე მე-10 წელს ითვლის...
ახლა გავიზარდე, უკვე მათი წევრი გავხდი და ყოველდღიურ პასუხისმგებლობად მიმაჩნია, რომ საზოგადოებას დონაციისაკენ მოვუწოდო. მე ხომ კარგად ვიცი,  1 ლარსაც კი რამხელა მნიშვნელობა აქვს. ცხოვრება რუტინულია, რთულია, თუმცა უნდა გვახსოვდეს- ვიღაც სიცოცხლისთვის იბრძვის და უსახსრობით იღუპება.

მე ახლა გამოცდიდან გამოვედი, ავტობუსში ბევრი ხალხია, ვხედავ ადგილს, რომელთანაც ჭიდილში ვიყავი, ოღონდ ახლა გამარჯვებულის თვალით ვხედავ, ჩემთვისაც ჩვეულებრივი გაჩერებაა და ვიცი, რომ მალე სახლში მივალ, მივალ და იმას გავაკეთებ, რაც მინდა. სწორედ იმ შედეგისთვის, რომ ბავშვებს მომავალი ჰქონდეს და წლების შემდეგ ჩემსავით “დამკვირვებლის” თვალით უყურონ იმ ადგილებს, რომლებმაც სულიერად გაზარდეს, საჭიროა დონაცია. სამყაროს ბუმერანგის პრინციპი აქვს და ყველა გაცემული სიკეთე თქვენივე ცხოვრების სავალ გზას გაგინათებთ, როცა ჩემნაირების ანთებულ თვალებს დაინახავთ.

ახლა ჩემი ჩასვლის დროც მოვიდა, სახლში მოვედი. ისევ შევხვდებით…

 

დონაციის შედეგები

13.11.2024
15
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
13.04.2023
5
ჯამური თანხა : 10688.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599766949
599766949
media4life.ge