ბენეფიციარებს დაუფინანსდათ სამედიცინო კვლევა, მკურნალობა
საზღვარგარეთ, მგზავრობა, სასტუმრო, მედიკამენტები, ფონდის
სახსრებიდან 2023 წელს 238
380 ლარი გაიცა. 2013 წლიდან დღემდე კი სულ 4
მილიონ ლარამდე შევაგროვეთ და გავეცით.
მადლობა თითოეულ თქვენგანს, ყოველი შემოწირული ლარისთვის,
მადლობა ჩვენი შვილობილების, მათი ოჯახების, ფონდის წევრების
სახელით.
ჯანდაცვის, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ფონდების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის, ახალი პროგრამების მიუხედავად, არის დიდი ნაწილი ხარჯებისა, რომელთა მოძიებაც ოჯახებს უკიდურესად უჭირთ, სწორედ ამ ტიპის ხარჯებს ანაზღაურებს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი. ჩვენ ვიძენთ მედიკამენტებს უცხოეთიდან, ვაფინანსებთ მგზავრობას და სასტუმროს, რეაბილიტაციისა და კვლევების, ხშირად არასრულად დაფინანსებული მკურნალობის ხარჯებსაც.

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდისთვის ეს ყოველდღიური ბრძოლაა,
ბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის.... ყველა ბრძოლას საკუთარი
სახელი აქვს, საკუთარი ისტორიით, გამარჯვებით და დამარცხებით....
ლედი, ნინი, მუჰამედი, ქეთი, ბექა, მარიამი, გიორგი, ჯონი.... 400-ზე
მეტი გადარჩენილი სიცოცხლე და ბევრი წაგებული ბრძოლა...
ეს ჩვენი ერთი წლის შედეგებია, ფონდის ისტორიაში ყველაზე
დაბალი ფინანსური მაჩვენებლით, ეს ერთის მხრივ განპირობებბულია
სახელმწიფო დაფინანსების პროგრამის გაფართოებით და მეორეს მხრივ
ფონდში შემოწირულობების მნიშვნელოვნად შემცირებით, რის გამოც წლის
განმავლობაში არაერთ თხოვნაზე მოგვიწია უარის თქმა. არ იყო ადვილი...
ყველას და ყველაფერს ერთი ბანერი ვერ დაიტევს, ბევრად მეტი
გავიარეთ ერთად...
მადლობას გიხდით 11 წლიანი ერთგულებისთვის ყველა დონორს, პარტნიორს, მეგობარს, შემომწირველს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის სახელით!❤
ვაგრძელებთ ბრძოლას თქვენი თანადგომის იმედით!
დონაცია შესაძლებელია პლასტიკური ბარათით აქვე, ჩვენს
ვებგვერდზე, მოძებნეთ მთავარ გვერდზე მარჯვენა ზედა კუთხეში დონაციის
ღილაკი, პლასტიკური ბარათის საშუალებით შეასრულეთ ოპერაცია, დაეხმარეთ
თუნდაც 1 ლარით სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ
პატარებს.
შეგიძლიათ დარეკოთ 0901080806
ან ჩარიცხოთ თანხა:
ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: #GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: #GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი Foundation Name of
D.Tsintsadze
#გავ1ანდეთსიკეთისათვის
#ბავშვებსაქვთსიცოცხლისუფლება
#გადავარჩინოთსიცოცხლე
#სიკეთეგადამდებია