4 თებერვალს მსოფლიოში კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო დღე აღინიშნება.
კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო კავშირი, რომლის ინიციატივითაც
დაარსდა ეს დღე, ცდილობს მოსახლეობის ყურადღება მიაპყროს
ავთვისებიანი სიმსივნეების აღკვეთას, გამოვლენას და მკურნალობას.
ყოველწლიურად მსოფლიოში 8.2 მილიონი ადამიანი კვდება სიმსივნის
დიაგნოზით.
კიბოს მსოფლიო ორგანიზაცია მასშტაბური გლობალური კამპანიით მოუწოდებს
მსოფლიო ხალხებს, გაერთიანდნენ ისეთი საკვანძო თემების ირგვლივ,
როგორიცაა:
ცხოვრების ჯანსაღი წესის არჩევა
დაავადების ადრეულ ეტაპზე გამოვლენის უზრუნველყოფა
მკურნალობის ხელმისაწვდომობა
ცხოვრების ხარისხის მაქსიმალურად გაუმჯობესება
სერვისების ხელმისაწვდომობა
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, 2020 წლისთვის კიბოს
შემთხვევების რაოდენობა მსოფლიოში 20 მილიონამდე გაიზრდება,
გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს გაუსწრებს და დედამიწის მოსახლეობის
სიკვდილიანობის სტრუქტურაში პირველ ადგილს დაიკავებს.
ონკოლოგიური დაავადება წლების მანძილზე სიკვდილთან იყო გაიგივებული.
ამ სტერეოტიპის ნგრევა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კიბოსთან
დაკავშირებული სხვა ყველა პრობლემა, რადგან კიბოს დამარცხების მთავარი
იარაღი ფსიქოლოგიური მზაობა და მის წინააღმდეგ ბრძოლის ჟინი და
უნარია. ონკოლოგიური დაავადების გაიგივება სიკვდილთან შეცდომაა -
ექიმებმა უნდა აუხსნან პაციენტებს, რომ მათი
დახმარების გარეშე, მათი ნების გარეშე მხოლოდ ქირურგია თუ
ქიმიოთერაპია დაავადებას ვერ დაამარცხებს.
ემპათია, მხარდაჭერა, თანადგომა ონკოლოგიური პაციენტების მიმართ,
ჩვენს ქვეყანაში, სადაც ჯერ კიდევ ფინანსური პრობლემა ერთ-ერთი
უმნიშვნელოვანესი ბარიერია, გადამწყვეტია კიბოსთან ბრძოლისას, დიმიტრი
ცინცაძის სახელობის ფონდი ყოველდღიურად იბრძვის ონკოლოგიური დიაგნოზის
მქონე ბავშვების სიცოცხლისათვის, დღეს, კიდევ ერთხელ მოვუწოდეთ
საზოგადოებას მხარდაჭერისკენ, დონაციისკენ და შევახსენეთ, რომ ჩვენ
მათი დახმარებით და შემოწირულობებით შევძელით და გადავარჩინეთ 267
ბავშვის სიცოცხლე ბოლო 8 წლის განმავლობაში და არ გავჩერდებით, ვიდრე
ამისი საჭიროება და საზოგადოება მხარდაჭერა გვექნება.
მადლობთ თანადგომისთვის, გმადლობთ ნდობისთვის, ჩვენ ერთად კიდევ
არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ!
დონაცია შესაძლებელია ჩვენს ვებგვერდზე www.media4life.ge
მოძებნეთ დონაციის ღილაკი, პლასტიკური ბარათის საშუალებით შეასრულეთ
ოპერაცია, დაეხმარეთ თუნდაც 1 ლარით სიმსივნითა და ლეიკემიით
დაავადებულ პატარებს.
შეგიძლიათ დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:#BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: #GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: #TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: #GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
ამჟამად ვეხმარებით
კიბოს მსოფლიო დღე
დონაციის შედეგები
13.11.2024
15
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
13.04.2023
5
ჯამური თანხა : 10688.2