ამჟამად ვეხმარებით

ლუკა კაპანაძე
ლუკას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 4 წლის ასაკში დაუსვეს, მას შემდეგ მძიმე მკურნალობის არაერთი კურსი ჩაუტარდა, ოპერაცია, კველევები, მედიკამენტები...
მირაიდა გორბატიუკი
"დედა არ მეუბნება და არ მაგრძნობინებს რომ ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს ფინანსურად, სიმსივნესთან ბრძოლაც ძალიან რთულია, მაგრამ ვცდილობ ყველაფერს გავუძლო ჩუმად ჩემთვის...
გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,

პატარა ანგელოზის კეთილშობილების რკალში - თათია ხორნაული

"3 წელი გავიდა, მაგრამ მე კვლავ ცხადად მახსოვს სოფო, მისი მომღიმარი სახე და ოცნება საკუთარი კლინიკის სოფმედის გახსნაზე.


 

საოცარი იყო ჩვენი პირველი შეხვედრა. საოცარი იმიტომ, რომ ერთი ნახვით ასე ძლიერ სხვა არავინ შემყვარებია. გასაკვირი არცაა, რომ სოფო ჩემი პატარა დაქალი გახდა. მე 13 წლის ვიყავი, სოფო თითქმის 4-ის.
მხოლოდ ახლაღა ვიაზრებ,რომ ის ჩემთვის უბრალოდ ძვირფასი არ ყოფილა...არა! სოფომ მე გადამარჩინა. მისმა სიმშვიდემ და ძალამ ,რომლითაც გადარჩენისთვის იბრძოდა, სრულად მომიცვა მე. ასე აღმოვჩნდი ლამაზი, ჭკვიანი, პატარა ანგელოზის კეთილშობილების რკალში...

და დღეს სოფო აღარ მყავს გვერდით, ვეღარ ვხედავ მის კისკისს და ვეღარც მის ოცნებებს ვუსმენ. დღემდე არ მივსულვარ მის საფლავთან, რადგან ჩემი სოფო ჩემთვის კვლავ ცოცხალია და ასე იქნება მანამ, სანამ იარსებებს თუნდაც ერთი ადამიანი, რომელიც იბრძოლებს პატარა ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად.

4 წლის წინ, როცა ჩემ უიშვიათეს დიაგნოზს საქართველოში ექიმები ვერ უმკლავდებოდნენ, დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა თურქეთში მკურნალობა სრულად დამიფინანსა. მაშინ ფონდი თითოეული თეთრის მოსაპოვებლად უდიდეს ძალისხმევას ხარჯავდა. ჩემს გარდა დახმარება ბევრს სჭირდებოდა და მეც აქტიურად ჩავერთე ჟურნალისტების მიერ გამართულ აქციებში და დამოუკიდებლადაც დავიწყე ზრუნვა სხვა ბავშვებისთვის თანხის შეგროვებაზე. მათ შორის იყო პატარა სოფო. ფონდმა მაშინ ყველაფერი გააკეთა მის გადასარჩენად. ჟურნალისტები მირზას, გიორგის, მიშოს, ლიზის, ლუკას, ანასტასიას, ოთიკოს და კიდევ 60 შვილობილის სიცოცხლისთვის იბრძოდა, მაგრამ უცხოეთში მკურნალობისა და საჭირო სახსრების მობილიზების მიუხედავად, მძიმე სენთან გამკლავება ამ ბავშვებმა ვერ შეძლეს.

თათია ხორნაული, 17 წლის
"სიცოცხლისთვის ბრძოლის 5 წელი", 15/06/18/ სასტუმრო ბილტმორი, თბილისი

დონაციის შედეგები

26.12.2024
10
13.11.2024
15
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
ჯამური თანხა : 10698.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599766949
599766949
media4life.ge