ამჟამად ვეხმარებით

ლუკა კაპანაძე
ლუკას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 4 წლის ასაკში დაუსვეს, მას შემდეგ მძიმე მკურნალობის არაერთი კურსი ჩაუტარდა, ოპერაცია, კველევები, მედიკამენტები...
მირაიდა გორბატიუკი
"დედა არ მეუბნება და არ მაგრძნობინებს რომ ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს ფინანსურად, სიმსივნესთან ბრძოლაც ძალიან რთულია, მაგრამ ვცდილობ ყველაფერს გავუძლო ჩუმად ჩემთვის...
გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,

ერთად #ბექასთვის

ბექა 8 წლისაა, აქტიური, მხიარული, გამბედავი და ლაღი ბიჭუნაა, უყვარს კუბიკებით თამაში, ხშირად აშენებს გემებს, ხომალდებს, სიკეთის ქალაქებს... სიკეთის ქალაქს ხანდახან ბოროტი გმირები სტუმრობენ - თამაში საბოლოოდ, რა თქმა უნდა, ბექას და მისი მეგობრების, სუპერგმირების გამარჯვებით მთავრდება...
ერთ დღეს ბექას სიკეთის ქალაქში უცნაური ბოროტი გმირი გამოჩნდა, სახელად - მიელოიდური ლეიკემია, ბექა, მისი ოჯახის წევრები, მეგობრები უკვე დაირაზმნენ მტრის დასამარცხებლად, ეს უფრო რთული და ხანგრძლივი ბრძოლაა, ვიდრე ყველა უკვე გადახდილი ერთად. ამიტომ, მეტი "მებრძოლის" მობილიზებაა საჭირო, ბექას თქვენც უნდა დაეხმაროთ, ჩვენ ერთად უნდა დავბრუნდეთ ბავშვობაში და ჩვენი წილი "კუბიკებით" ბექას სიცოცხლის კედელი ავაგოთ.
დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა ოჯახის ისრაელში მგზავრობა უკვე დააფინანსა, ბრძოლა ირსაელიდან, შიბას კლინიკიდან იწყება! ბოროტების საბოლოოდ დასამარცხებლად 350 ათასი დოლარის შეგროვებაა საჭირო და ჩვენ ამას შევძლებთ! ჩვენ ხომ არაერთხელ მოგვიგია ბრძოლა ბოროტთან! სიკეთე ყოველთვის იმარჯვებს! ამიტომ მე, შენ, ჩვენ ერთად #ბექასთვის!!!
ბექას დაიკო, ირინა, საკუთარ ფეისბუქგვერდზე წერს:
"ბექა...ბექა...ბექა...ადამიანი რომელზეც შემიძლია გაუჩერებლად ვილაპარაკო.
ბექა-ჩემი მზის სხივებიდან ერთ-ერთი.
ვიცი რაც არ უნდა დავწერო ყველაფერი ბანალური იქნება,მაგრამ არ შემიძლია ორიოდე სიტყვა მაინც არ ვთქვა.ბექას გარეშე ჩემი ცხოვრება უაზროა. ყველაზე მეტი ალბათ ზუსტად მასთან მაქვს ნაჩხუბარი,მაგრამ ალბათ ორივე ასე გამოვხატავდით ერთმანეთის მიმართ სიყვარულს.
მახსოვს როცა ვბრაზდებოდი სულ წერილებს მიწერდა და ჩემი ოთახის კარებში შემოაცურებდა ხოლმე. წერილში კი ეწერა:”ირინე მიყვარხარ და ბოდიში”.
მახსოვს გაწამებული ზაფხული “ჩიპოლინო”-ს რომ ვკითხულობდით ჰამაკებში წამოგორებულები.
“წრიპა ბიჭის დღიური”-მან რომ დამაინტერესა და ერთად რომ განვიხილავდით.
და რათქმაუნდა ომლეტი-რომელსაც ყოველდღე მთხოვდა გამიკეთეო.
ზამთარიც არანაკლები გვქონდა-არასდროს არ დამავიწყდება ის ერთი კვირა თხილამურებზე სრიალს რომ ვასწავლიდი.იმდენად მონდომებული იყო,რომ შემდეგ კვირას უკვე დამოუკიდებლად სრიალებდა.
მის გამო არ მახსოვს სასტუმროს რომელ ბინაში არ დავაკაკუნე რომ მეპოვა,როცა სინამდვილეში “ძმაკაცებთან” ერთად “შტაბს” აშენებდა.
არასდროს დამავიწყდება სახლში მეგობრები რომ მომყავდა და სულ რომ შემოდიოდა;მაღაზიაში რომ მივდიოდით და სულ რომ რაღაცას გვაბარებდა.
არასდროს დამავიწყდება ერთად აწყობილი ლეგოები.
არ დამავიწყდება ის მომენტი “სპანჯბობი”-ს ერთი და იმავე სერიას მეათასეჯერ რომ ვუყურებდით და ჩვენი გაკეთებული დამწვარი პოპკორნით რომ ვტკბებოდით.
არ დამავიწყდება ის მომენტი სკოლის დერეფანში რომ ჩავივლი და უკნიდან გაბრწყინებული თვალებით რომ შემომძახებს.
უბრალოდ ერთ დღესაც მის მზის სხივებს ღრუბელი ჩამოეფარა სახელად-ლეიკემია. ჩვენ უბრალოდ უნდა დავეხმაროთ ამ ბოროტი ღრუბლის მოშორებაში და დარწმუნებული ვარ რომ ჩვენ ამას შევძლებთ"
0 901 901 996 ზარის ღირებულება 1 ლარი!
 

დონაციის შედეგები

26.12.2024
10
13.11.2024
15
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
ჯამური თანხა : 10698.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599766949
599766949
media4life.ge