ფონდის დამფუძნებლის
წერილი
ამ ერთი წლის განმავლობაში, ღმერთმა არაერთი სასწაული მაჩვენა, დიტოთი
დაწყებული, ჩვენი შვილობილებით დამთავრებული.ამ პერიოდმა კიდევ ერთხელ
დამარწმუნა უამრავი კეთილი ადამიანის არსებობაში.განვიცადე უამრავი
ტკივილი და სიხარული. ვიცოდი, რომ სიკეთის უანგაროდ გაკეთება
შესაძლებელი იყო და ამაში დავრწმუნდი კიდეც.
10 თვის უკან მოხდა ასეთი სასწაული და 8 წლის პატარა თენგო
ზაკაშვილისთვის გამოჩნდა ადამიანი, რომელმაც თავის გამჟღავნება არ
ისურვა და ფონდს 10 000 დოლარი შემოსწირა. მე ამ ქალბატონის საქციელმა
აღმაფრთოვანა და სულიერად ამამაღლა.
გუშინ ფონდის თათბირი იყო, ყოველ სამშაბათს ვიკრიბებით ფონდის
ჟურნალისტები 21:00 საათზე და განვიხილავთ ჩვენი პატარების
ჯანმრთელობის მდომარეობას, ახლადშემოსულ განცხადებებს და ფონდის
სამომავლო გეგმებს. სწორედ ამ თათბირზე განვიხილეთ, რამდენად მძიმე
მდგომარეობაში იყო ფონდი უსახსრობის გამო, რომ მძიმე მდგომარეობაში
მყოფ ჩვენი სამი პატარის დაფინასებას ვეღარ შევძლებდით და გამოსავალ
გზებს ვეძებდით. რა უნდა გააკეთოს ჩვენს მოლოდინში პატარა გიორგი
კოვზირიძემ , რომელიც ჩვენ გერმანიაში გავაგზავნეთ და უსახსრობის გამო
შეუჩერეს მკუნალობა. დახმარებას კვლავ ფონდიდან ელის... ბევრი
სამოქმედო გეგმა დავსახეთ და განვიხილეთ.
თათბირის შემდეგ წავედი სამების საკათედრო ტაძარში, წმინდა მამა გაბრილელთან მისაახლოვებლად და მოსალოცად, მაგრამ ვერ შევედი დიდი რიგის გამო. ვიფიქრე, მამა გაბრიელის მადლი ხომ მაინც ყველგანაა მეთქი და გარეთ, სამების ტაძრის კედელთან სანთელი დავანთე და დახმარება შევთხოვე ამ პატარებისათვის.
თათბირის შემდეგ წავედი სამების საკათედრო ტაძარში, წმინდა მამა გაბრილელთან მისაახლოვებლად და მოსალოცად, მაგრამ ვერ შევედი დიდი რიგის გამო. ვიფიქრე, მამა გაბრიელის მადლი ხომ მაინც ყველგანაა მეთქი და გარეთ, სამების ტაძრის კედელთან სანთელი დავანთე და დახმარება შევთხოვე ამ პატარებისათვის.
და მერე განსაკუთრებული რამ მოხდა კიდევ ერთხელ ჩემს ცხოვრებაში.
კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ არსებობენ კეთილი და მაგარი ადამიანები
ამ ქვეყნად, რომლებსაც არც პიარი, არც სახელი და გვარის ხსენება არ
უნდათ. უბრალოდ ასეთ ადამიანებს სიკეთის გაკეთება უნდათ ჩუმად,
აფიშირების გარეშე. მადლობა ამ ადამიანს, უფალს და მამა გაბრიელს
ამისათვის.
მოკლედ, დღეს, ჩემს ტელეფონზე ზარი გაისმა. უცხო ნომერი იყო. მე
მეგონა კიდევ ერთი გაჭირვებული რეკავდა, რომელსაც ჩვენი შველა
სჭირდებოდა. გამეცნო და მითხრა, თქვენთან შეხვედრა მინდაო. რასთან
დაკავშირებითთქო ვკითხე,ფინანსებთან დაკავშირებითო, მიპასუხა უცნობმა.
მე, რა თქმა უნდა, დავთანხმდი. საღამოს მე და სოფო ოხანაშვილი
გავეშურეთ მასთან. შევხვდით, ძალიან კეთილი და უშუალო ადამიანი ჩანდა.
ეს ორგანიზაცია საქართველოში ძალიან ძლიერი გახლავთ და ვიფიქრე
ყოველთვიური ხელფასებით აპირებდნენ ფონდთან შემოერთებას. ეს
კეთილშობილი კაცი დაინტერესდა ფონდს რამდენი ბავშვი ჰყავდა
გადარჩენილი და ამის შემდეგ გვითხრა, რომ ფონდს დაეხმარება
ფინანსურად, რაც შეადგენს 25 000 დოლარს. მე და სოფოს ძალიან
გაგვიხარდა და მეგონა, რომ ეს ამ ორგანიზაციის დახმარება იყო. მან კი
აგვიხსნა, რომ აქ ეს ორგანიზაცია არაფერ შუაში არ არის და იგი
თვითონ, თავისი საკუთარი სახსრებიდან აპირებს ფონდში ამ 25 000
დოლარის ჩარიცხვას. იქვე დასძინა, რომ მას მხოლოდ ერთი თხოვნა აქვს
ჩვენთან. “ არ მინდა არაფერი თქვენგან, არც პიარი, არც რეკლამა და არც
ჩემი სახელის და გვარის გამომჟღავნება, უბრალოდ მინდა თქვენი
მეშვეობით ამ პატარებს დავეხმაროო და გთხოვთ ჩემი ანონიმურობა
დაიცვათო“. არც კი ვიცოდი რა მეთქვა, არ მექნა. მეყვირა თუ მეტირა.
სრულ შოკში ვიყავი, ეს ახალგაზრდა კაცი კი, სრულიად აუღელვებლად
და დიდი სიყვარულით გვიყურებდა. ეს ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო,
რადგან პირველად პირისპირ ვნახე ადამიანი, კაცი, რომელიც ამას თავისი
ქვეყნის, ერის და პატარა ბავშვებისთვის სრულიად უანგაროდ აკეთებს და
ამისთვის არაფერს ითხოვს. მე და სოფო გარეთ რომ გამოვედით
ბედნიერებისგან დავმუნჯდით ამ სასწაულის მხილველნი, რასაც არც მეტი,
არც ნაკლები, უბრალოდ სიკეთე ჰქვია.
ეს არის ბედნიერება და ღვთის მადლი, რომელსაც ახსნაც არა აქვს,
სამების ამბავი არვისთვის არ მითქვამს. მამა გაბრიელმა და უფალმა ეს
სასწაული ასე სწრაფად, 12 საათში მოახდინა, გამოგვიგზავნა ადამიანი,
რომელმაც გაიღო სოლიდური თანხა ამ ბავშვების დასახმარებლად. დიდება
უფალს!
შემოუერთდით დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდს, ერთად
ვაკეთოთ სიკეთე. დარეკეთ 09 01 08 08 06. ზარის ღირებულებაა 1
ლარი.
ანგარიშის ნომერი საქართველოს ბანკში
GE62BG0000000996577500 მიმღები დიმიტრი ცინცაძის სახელობის
ფონდი
პატივისცემით, კახაბერ ჯანაშვილი, ფონდის დამფუძნებელი
დირექტორი