ამჟამად ვეხმარებით

ლუკა კაპანაძე
ლუკას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 4 წლის ასაკში დაუსვეს, მას შემდეგ მძიმე მკურნალობის არაერთი კურსი ჩაუტარდა, ოპერაცია, კველევები, მედიკამენტები...
მირაიდა გორბატიუკი
"დედა არ მეუბნება და არ მაგრძნობინებს რომ ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს ფინანსურად, სიმსივნესთან ბრძოლაც ძალიან რთულია, მაგრამ ვცდილობ ყველაფერს გავუძლო ჩუმად ჩემთვის...
გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,

2017 წლის ანგარიში

დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად, მეხუთე წელია თქვენი თანადგომით ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად იბრძვის. ჩვენ ერთად ამ დროის განმავლობაში 270 ბავშვს დავეხმარეთ. დღეისათვის ფონდის ბაზაში 208 ბენეფიციარია რეგისტრირებული. მათ სხვადასხვა პერიოდულობით ესაჭიროებათ ფონდის დახმარება, კვლევების, მედიკამენტებისა და სხვა სერვისების უზრუნველსაყოფად.
2017 წლის განმავლობაში ფონდში დახმარების თხოვნით 300-მდე განცხადება შემოვიდა, ფონდის რესურსით დაკმაყოფილდა 281 ბენეფიციარი, 19 ბენეფიციარს კი მედიკამენტები ჩვენმა მეგობარმა ფარმადეპომ უსასყიდლოდ გადასცა. 2017 წლის განმავლობაში გაიცა 254 918 ლარის დახმარება. ფონდის 5 წლიან ისტორიაში ეს ყველაზე მცირე თანხაა, რაც ერთი წლის განმავლობაში ფონდის მიერ იქნა შეგროვებული და გაცემული. ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა ფონდების აქტიურობა გარკვეულწილად შეეხიდა ჩვენს ფონდს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ჩვენი შვილობილების ჯანმრთელობისთვის ბრძოლაში. 
მადლობა თითოეულ თქვენგანს ყოველი შემოწირული ლარისთვის, მადლობა ჩვენი შვილობილების, მათი ოჯახების, ფონდის წევრების სახელით. მე-5 წელია ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ სიცოცხლისთვის ბრძოლას თქვენი მხარდაჭერის იმედით, რადგან მათი ბედი თქვენს ხელთაა, ჯანდაცვის, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ფონდების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მიუხედავად, არის დიდი ნაწილი ხარჯებისა, რომელთა მოძიებაც ოჯახებს უკიდურესად უჭირთ, სწორედ ამ ტიპის ხარჯებს ანაზღაურებს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი. ჩვენ ვიძენთ მედიკამენტებს უცხოეთიდან, ვაფინანსებთ მგზავრობას და სასტუმროს, რეაბილიტაციისა და კვლევების, ხშირად არასრულად დაფინანსებული მკურნალობის ხარჯებსაც.
გმადლობთ თანადგომისთვის, გმადლობთ ნდობისთვის, ჩვენ ერთად კიდევ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ! დონაციისთვის აირჩიე დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი ვებგვერდზე www.donate.geდა დაეხმარე სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ პატარებს. 
გთხოვთ დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
ასევე შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი ვებგვერდიდან www.media4life.ge

დონაციის შედეგები

26.12.2024
10
13.11.2024
15
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
ჯამური თანხა : 10698.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599766949
599766949
media4life.ge