დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების
გადასარჩენად, მეოთხე წელია თქვენი თანადგომით ლეიკემიითა და
სიმსივნით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად იბრძვის. ჩვენ ერთად ამ
დროის განმავლობაში 267 ბავშვს დავეხმარეთ.
სექტემბერსა და ოქტომბრის თვეებში ფონდში დახმარების თხოვნის 48
განცხადება შემოვიდა, ფონდის რესურსით დაკმაყოფილდა 37 ბენეფიციარი, 7
ბენეფიციარს კი მედიკამენტები ჩვენმა მეგობარმა
ფარმადეპომ უსასყიდლოდ გადასცა. 37 ბენეფიციარიდან 12-ს დაუფინანსდა
მგზავრობა საზღვარგარეთ, 5-ს სასტუმრო, 6 შვილობილისთვის შევიძინეთ
მედიკამენტები საზღვარგარეთ, 25-ს დაუფინანსდა კვლევები საქართველოში.
სულ გაიცა 41751 ლარის დახმარება. მადლობა თითოეულ თქვენგანს ყოველი
შემოწირული ლარისთვის, მადლობა ჩვენი შვილობილების, მათი ოჯახების,
ფონდის წევრების სახელით. მე-5 წელია ჩვენ არ ვჩერდებით და ვაგრძელებთ
სიცოცხლისთვის ბრძოლას თქვენი მხარდაჭერის იმედით, რადგან მათი ბედი
თქვენს ხელთაა, ჯანდაცვის, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ფონდების
მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მიუხედავად, არის დიდი ნაწილი ხარჯებისა,
რომელთა მოძიებაც ოჯახებს უკიდურესად უჭირთ, სწორედ ამ ტიპის ხარჯებს
ანაზღაურებს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი. ჩვენ ვიძენთ
მედიკამენტებს უცხოეთიდან, ვაფინანსებთ მგზავრობას და სასტუმროს,
რეაბილიტაციისა და კვლევების, ხშირად არასრულად დაფინანსებული
მკურნალობის ხარჯებსაც.
გმადლობთ თანადგომისთვის, გმადლობთ ნდობისთვის, ჩვენ ერთად კიდევ
არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ! დონაციისთვის აირჩიე დიმიტრი ცინცაძის
სახელობის ფონდი ვებგვერდზე www.donate.ge
და დაეხმარე სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ პატარებს.
გთხოვთ დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
ასევე შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი
ვებგვერდიდან www.media4life.ge
ამჟამად ვეხმარებით
2017 წლის სექტემბერი-ოქტომბრის ანგარიში
დონაციის შედეგები
26.12.2024
10
13.11.2024
15
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
ჯამური თანხა : 10698.2