ამჟამად ვეხმარებით

ლუკა კაპანაძე
ლუკას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 4 წლის ასაკში დაუსვეს, მას შემდეგ მძიმე მკურნალობის არაერთი კურსი ჩაუტარდა, ოპერაცია, კველევები, მედიკამენტები...
მირაიდა გორბატიუკი
"დედა არ მეუბნება და არ მაგრძნობინებს რომ ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს ფინანსურად, სიმსივნესთან ბრძოლაც ძალიან რთულია, მაგრამ ვცდილობ ყველაფერს გავუძლო ჩუმად ჩემთვის...
გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,

სიცოცხლე, რომელიც წამში ჩაეტევა

ზოგჯერ ადამიანი განსაცდელის დროს გრძნობს, თუ რა დიდია უფალი.ზოგჯერ, რომ მოგშივდება, მაშინ ხვდები, თუ რა კარგია, დანაყრებული რომ ხარ. ზოგჯერ, როცა გწყურია, მაშინ ხვდები ერთ წვეთი, წვიმის წვეთი, რა ძვირფასია. არის იმედი, (არ ვეთანხმები, "იმედი ბოლოს კვდებაო"),მთელი სიცოცხლე მიგყვება. არის ოცნება, რომლისაც გჯერა და არასოდეს კვდება და ახდენილია, თუმცა მუდამ ოცნება გგონია. არის რწმენა, რომელიც მუდამ გიმართლება და გახარებს. არის სიხარული, რომელიც არასაოდეს არ განგიცდია და როგორც იქნა, განიცადე. არის მიზანი, ("ერთ კარგ ცხენში მთელ რომს გავცვლიდი"), რომლის გულისთვის მთელ სიცოცხლეს დავთმობდი. ალბათ გიკვირთ, რა შეიძლება იგრძნოს ადამიანმა ასე დიდად და ლამაზად. არადა ვერ წარმოიდგენთ, რა ძვირფასი და ლამაზი გახდა სამყარო რწმენიანად, სიხარულიანად, სამყაროიანად, იმედიანად, მზიანად იმ ადამიანით, ვისზეც მინდა გიამბოთ: არადა განსაკუთრებული არაფერი ხდება, უბრალოდ მიყვარს. მიყვარს ძალიან ჩუმად და ხმამღლა. ზოგჯერ მინდა, ყველას მოვეფერო და ვუთხრა, რომ ამ ქვეყანაზე სიყვარულზე დიდი ძალა არ არსებობს, რომ არსებობს წამი, რომელიც მთელ სიცოცხლეს უდრის და არსებობს სიცოცხლე, რომელიც წამში ჩაეტევა. მე შენით ვისწავლე სიცოცხლის მადლი, მე შენით ვიგრძენი წამის მარადიულობა და მთელი სამყაროს ერთ წამში ჩატევა. შენით მიყვარს კარგიც და ცუდიც და ცუდიც და კარგიც, შენით, ამ წამში, მთელი სამყარო ჩემს გულშია, ჩემშია ცუდით და კარგით, კეთილით და ბოროტით, მახინჯით და ლამაზით. შენამდე სიყვარული ვიცოდი,მეგონა, არადა არაფერი არ მცოდნია.მე სიყვარულის დედოფალი და ქვევრი მეგონა ჩემი თავი, თურმე რა სათითე ვყოფილვარ. შენით და შენს გამო მინდა ვუთხრა ყველას, დედამიწას და ადამიანებს: მე ვარ ბედნიერი დედა,რომ ჩემი შვილი არის ანდრია <3 მადლობა უფალს!!!
ირმა კილაძე - ანდრია აროშიძის დედა

დონაციის შედეგები

13.11.2024
15
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
13.04.2023
5
ჯამური თანხა : 10688.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599766949
599766949
media4life.ge