დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა ნოემბრის თვეში ლეიკემიითა და
სოლიდური სიმსივნეებით დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად 12 740 ლარი
გასცა, ეს თანხა ფონდის ბენეფიციართა კვლევებს და საზღვარგარეთ მათ
ტრანსპორტირებას მოხმარდა. მედიკამენტები ჩვენმა მეგობარმა
"ფარმადეპომ" გადასცა უსასყიდლოდ ჩვენს ბავშვებს.
"ფარმადეპომ" შეგვიძინა ერთი თვის მარაგი სასიცოცხლოდ აუცილებელი
მედიკამენტი თიოგუანინი (გერმანიიდან) დაცვით თერაპიაზე მყოფი
ბავშვებისათვის. ადგილობრივად კვლევების დაფინანსებაში მნიშვნელოვნად
დაგვეხმარა ჟურნალ "ოჯახის მკურნალის" რედაქცია, რომელმაც რეალიზაციით
მიღებული თანხა მთლიანად ფონდს გადმოურიცხა. მადლობა ყველა
ქველმოქმედს, ერთგულ შემომწირველებს და მეგობრებს, მიუხედავად მათი
თანადგომისა, ყოველთვიურად მცირდება ფონდში შემოწირულობების
რაოდენობა, ბენეფიციართა რაოდენობა კი იზრდება. ჩვენ უკვე 186
შვილობილი გვყავს. თითოეულ მათგანზე ზრუნვის პასუხისმგებლობა ჩვენ
დაუფიქრებლად ავიღეთ - თქვენი თანადგომის იმედით, ქველმოქმედთა
დონაციის გარეშე
ვერაფერს შევძლებთ, არადა უკვე რამდენი შევძელით ერთად... რამდენი
გვაქვს ბოლომდე მისაყვანი და კიდევ რამდენი სიცოცხლე
გადასარჩენი...
თენგოს 6 თვეში ერთხელ ესაჭიროება კონტროლი ვერონაში, ნანიკო
საფრანგეთში უნდა გავუშვათ გეგმიურ ოპერაციაზე, ანდრია თურქეთში
აგრძელებს მკურნალობას, მათეც თურქეთში გვყავს გასაგზავნი, დათუნა
გერმანიაში, დიმა გერმანიიდან უნდა დავაბრუნოთ, ანას
ქიმიოთრაპიის კურსი დავუფინანსოთ, მიშოს და ანდრიასაც
საკონტროლო კვლევები სჭირდებათ პერიოდულად... და ეს ჩამონათვალი ყველა
ერთად და ცალ-ცალკე სევდით, მოლოდინით, ბრძოლითა და იმედით სავსე
ისტორიაა, არ უნდა გაწყდეს ეს ისტორია,უნდა დასრულდეს კეთილად,
ამისთვის ვართ ჩვენ, თქვენ, და ყველა ადამიანი, ვისთვისაც სხვისი
სიცოცხლე ფასეულია... გახდი ქველმოქმედი, არ გაწყვიტო პაციენტის
ისტორია <3
გთხოვთ დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
ასევე შეგიძლიათ დონაცია განახორციელოთ ჩვენი
ვებგვერდიდან www.media4life.ge
გადარიცხვის აპარატიდან აირჩიეთ ქველმოქმედება და დიმიტრი ცინცაძის
სახელობის ფონდი.
ამჟამად ვეხმარებით
ნოემბრის თვის ანგარიში
დონაციის შედეგები
13.11.2024
15
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
13.04.2023
5
ჯამური თანხა : 10688.2