„დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა“ იაშვილისა და ლაიფმედის კლინიკების ონკოჰემატოლოგიის პატარა პაციენტებს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და კვირაცხოვლობა მიულოცა.
მამა თეიმურაზმა, კლინიკებში ჯანმრთელობის პარაკლისი აღასრულა და პატარებს იერუსალიმიდან სპეციალურად მათთვის ჩამოტანილი სასწაულმოქმედი ზეთი აცხო. წმინდა მირონი და სასწაულმოქმედი წყალი გადასცა. დედა ელენემ კი მათ მშობლებს პატრიარქის საშობაო ეპისტოლე დაურიგა.
გადაღებაზე მყოფ ჩვენი ფონდის დირექტორს, ეს სიწმინდეები
წმინდა საბა განმწმენდელის ლავრაში დაყუდებულმა ბერებმა თავად გამოატანეს ამ პატარებზე ლოცვა-კურთხევით. შეეწიოთ უფლის ძალა და მადლი ამ არაჩვეულებრივ ბავშვებს, გამოჯანმრთლებას და ბედნიერ მომავალს ვუსურვებთ ყველა პატარას.
ამჟამად ვეხმარებით
ბენეფიციართა სააღდგომო დალოცვა
დონაციის შედეგები
17.01.2025
50
15.01.2025
1
26.12.2024
10
13.11.2024
15
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
ჯამური თანხა : 10749.2