ამჟამად ვეხმარებით

ლუკა კაპანაძე
ლუკას თავის ტვინის სიმსივნის დიაგნოზი 4 წლის ასაკში დაუსვეს, მას შემდეგ მძიმე მკურნალობის არაერთი კურსი ჩაუტარდა, ოპერაცია, კველევები, მედიკამენტები...
მირაიდა გორბატიუკი
"დედა არ მეუბნება და არ მაგრძნობინებს რომ ძალიან რთული სიტუაცია გვაქვს ფინანსურად, სიმსივნესთან ბრძოლაც ძალიან რთულია, მაგრამ ვცდილობ ყველაფერს გავუძლო ჩუმად ჩემთვის...
გიორგი შენგელია
ცელქი, ენერგიული და მხიარული გიორგი 4 წლის იყო, როდესაც სხეულზე ლურჯი ლაქების გამო ექიმთან მიიყვანეს,
ლუკა ტერუნაშვილი
ლუკა დაბადებიდან სიცოცხლისთვის იბრძვის,
ნუცა ყვავილაშვილი
ნუცას 2 წლის ასაკში მედულობლასტომის დიაგნოზი საქართველოში დაუსვეს,

ივნისის თვის ანგარიში

"დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდმა", ჩვენი შემომწირველების თანადგომით მაისის თვეში კიდევ 36 ბენეფიციარის დაკმაყოფილება შევძელით, რაც თანხობრივად 95 845 ლარს შეადგენს. პაციენტებსა და მათ მშობლებს დაუფინანსდათ მგზავრობა და საცხოვრებელი თურქეთში, ისრაელსა და გერმანიაში, პაციენტებს შევუძინეთ მედიკამენტები, დაფინანსდა ტომოგრაფიული კვლევები და სახელმწიფოს მიერ ნაწილობრივ დაფინანსებული სხივური და ქიმიოთერაპიები სრულად ანაზღაურდა ფონდის მიერ. მადლობა თითოეულ შემომწირველს, რომ არა თქვენ, ჩვენ ამას ვერ შვძლებდით. 
ბოლო წლის განმავლობაში ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ივნისის თვეში გამართული აუქციონით მნიშვნელოვანი თანხის მობილიზება შევძელით, რითაც მოხერხდა ქეთი მჟავანაძის და ნანიკო ტორონჟაძის გამგზავრება ფრაიბურგში სამკურნალოდ. ნანიკოს 2 თვეში განმეორებითი ოპერაციის ჩატარება მოუწევს ფეხზე პარიზში, მას ჩვენი იმედი აქვს, რომელიც არასოდეს გაგვიცრუებია, ნანიკო არ არის ერთადერთი, დღეისათვის 153 ბენეფიციარს აქვს ჩვენი მხარდაჭერის იმედი, მათ შორის 10 პაციენტს მუდმივად ესაჭიროება დაცვითი თერაპიის მედიკამენტი თიოგუანინი, რომლის ღირებულება თითი პაციენტისთვის 3500 ევროს შეადგენს, გარდა ამისა კიდევ 4 დასახელების მედიკამენტი გვესაჭიროება მუდმივად, რომლის შეძენაც საქართველოში არაა შესაძლებელი და მხოლოდ ჩვენი ფონდი უზრუნველყოფს პაციენტებს ამ მედიკამენტებით. ასევე მგზავრობისა და საცხოვრებელი ბინის ხარჯების ანაზღაურება სამი ფონდის ბენეფიციარებისათვის მხოლოდ ჩვენი ფონდის საშუალებით ხდება. ივნისის თვის მონაცემებით მხოლოდ მგზავრობასა და საცხოვრებელი ბინის დაფინანსებაზე დაიხარჯა 27 000 ლარი ივნისის თვეში. ამიტომ თქვენი თანადგომა კვლავ ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენთვის. შემოგვიერთდით!
ჩართულია საქველმოქმედო ზარი 0901080806
და ანგარიში საქართველოს ბანკში:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი
აქვე შესაძლებელია დონაცია ერთი ღილაკის საშუალებით, რომელიც ამ გვერდის ზედა მარჯვენა კუთხეშია განთავსებული.
გმადლობთ თანადგომისათვის, ჩვენ ერთად კიდევ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ!

დონაციის შედეგები

26.12.2024
10
13.11.2024
15
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
ჯამური თანხა : 10698.2

საკონტაქტო ინფორმაცია

599766949
599766949
media4life.ge