1 მაისს, დიდუბე პლაზას საგამოფენო დარბაზში ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მხარდასაჭერად მოდის ფესტივალი World Model Festival Georgia გაიმართება.
ამასთან დაკავშირებით, ფესტივალის ორგანიზატორებმა და დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდის წევრებმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
ფესტივალის დამფუძნებელი და პროექტის მენეჯერია პორტუგალიაში მოღვაწე ქართველი დიზაინერი Sheron Mar - შორენა სარიშვილი.
ფესტივალის მიზანია სამოდელო საქმიანობის ხელშეწყობა საქართველოში, მასში მონაწილეობას ქართველი და უცხოელი დიზაინერები და მოდელები მიიღებენ.
ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა საქველმოქმედო აუქციონი. აუქციონიდან და ბილეთების გაყიდვით შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა დიმიტრი ცინცაძის საქველმოქმედო ფონდს, ლეიკემიით დაავადებული ბავშვების მკურნალობის მხარდაჭერისთვის.
World Model Festival Georgia იწყებს ბილეთების გაყიდვას. ბილეთის შესაძენად დაგვიკავშირდით ნომერზე: 555388870. ბილეთის ფასი 80 ლარი.
შეგახსენებთ, თქვენს მიერ ბილეთში გადახდილი თანხა, მთლიანად ჩაირიცხება დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდში და ის ლეიკემიით დაავადებულ ბავშვთა მკურნალობას მოხმარდება. არ გაუშვათ შანსი, მიიღოთ არნახული სიამოვნება მოდის ფესტივალზე, შეხვდეთ მსოფლიო მოდის პროფესიონალებს და ამავდროულად გახდეთ ქველმოქმედი, გადაარჩინოთ სიცოცხლე! შემოგვიერთდით!
იხილეთ ბმული:
http://1tv.ge/ge/news/view/92279.html
http://www.interpressnews.ge/ge/sazogadoeba/323347-leikemiith-daavadebul-bavshvtha-mkhardasatcerad-modis-festivali-qworld-model-festival-georgiaq-gaimartheba.html?ar=A
ამჟამად ვეხმარებით
საქველმოქმედო მოდის ფესტივალი-World Model Festival Georgia
დონაციის შედეგები
17.01.2025
50
15.01.2025
1
26.12.2024
10
13.11.2024
15
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
ჯამური თანხა : 10749.2