ნორვეგიის სამეფოში საქართველოს ელჩის მეუღლის მანანა ზარიძისა და
ნორვეგიაში მოღვაწე ქართველი ხელოვანის ალექსანდრე ხატისკაცის
ინიციატივით, საქართველოს საელჩოს
შენობაში საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვა გაიმართა დიმიტრი ცინცაძის სახელობის
ფონდის მხარდასაჭერად და ლეიკემიითა და სოლიდური სიმსივნეებით
დაავადებულ ბავშვთა დასახმარებლად.
გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საკვირაო სკოლის მოსწავლეების ხელნაკეთი
ნივთები და ალექსანდრე ხატისკაცის ფოტოები. ღონისძიებაზე მოწვეულნი
იყვნენ ნორვეგიის სამეფოში მოქმედი სხვადასხვა საელჩოების
წარმომადგენლები და ქართველი ემიგრანტები. მოსულ სტუმრებს,
პირდაპირი ჩართვით მიმართა ფონდის წარმომადგენელმა ქალბატონმა
ეკატერინე ნონიაშვილმა, რომელმაც ისაუბრა ფონდის საქმიანობასა და
ბავშვების დასახმარებლად განხორციელებულ პროექტებზე.
გაყიდვიდან შემოსული თანხა, სრულად გადაირიცხება დიმიტრი ცინცაძის
სახელობის ფონდში.
ამჟამად ვეხმარებით
ნორვეგიაში საქართველოს საელჩოს საქველმოქმედო აქცია
დონაციის შედეგები
26.12.2024
10
13.11.2024
15
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
04.07.2023
10
15.05.2023
10
ჯამური თანხა : 10698.2