3 წლის სალომეს ზაფხულში თავი ასტკივდა. პედიატრმა მწვავე ტონზილიტის
დიაგნოზი დასვა, ჩატარდა ტონზილექტომია, ბავშვის მდგომარეობა კი
დღითიდღე უარესდებოდა, ტკივილი კისრის მიდამოში გავრცელდა, საერთო
სისუსტემ იმატა.
ექიმის დანიშნულებით თავის ტვინისა და ზურგის მრტ კვლევა ჩატარდა.
დაისვა მძიმე დიაგნოზი - თავის ტვინის სიმსივნე. მე-4 პარკუჭის
მოცულობითი წარმონაქმნი, გავრცელებით ნათხემ-ხიდის არეში, ოკლუზიური
ჰიდროცეფალია. გოგონას ქიმიოთერაპიის კურსი დაენიშნა. 4 წლის ასაკში
მოცულობითი წარმონაქმნი ამოიკვეთა. შემდეგ იყო 11 კურსი ქიმიოთერაპიის
პროგრამით. მოგვიანებით რადიოთერაპია.
სალომე 6 წლისაა, ბოლო კვლევებით ნეგატიური დინამიკა არ ისახება.
ავადმყოფობის მიმდინარეობა ექიმი-ონკოლოგის მიერ შეფასებულია როგორც
ქრონიკული. ჩვენი ფონდი გეგმიურ საკონტროლო კვლევებს სალომესათვის
სრულად ურუნველყოფს საჭიროებისამებრ.
ამჟამად ვეხმარებით
დონაციის შედეგები
17.01.2025
50
15.01.2025
1
26.12.2024
10
13.11.2024
15
01.05.2024
500
24.01.2024
1
17.11.2023
300
22.10.2023
100
29.09.2023
10
06.07.2023
10
ჯამური თანხა : 10749.2