დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად, მეექვსე წელია თქვენი თანადგომით ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად იბრძვის. ჩვენ ერთად, ამ დროის განმავლობაში, 308 ბავშვს დავეხმარეთ,
ვიბრძოლეთ, მაგრამ მაინც დავკარგეთ ბევრი სიცოცხლე, ნათელი მათ
ანგელოზ სულებს, მათი ხსოვნისთვის გავაგრძელებთ ბრძოლას სხვათა
სიცოცხლისათვის.
2018 წელი ფონდისთვის ფინანსური კრიზისის წელი გამოდგა, სამწუხაროდ,
უარის თქმა მოგვიხდა არაერთ განცხადებაზე თანხების არქონის გამო, 2018
წლის განმავლობაში დახარჯული თანხის 80% ბენეფიციართა და მათი
მშობლებისათვის ბილეთების შეძენაზე დაიხარჯა, 12% მედიკამენტებზე და
დარჩენილი თანხა კვლევებსა და მკურნალობაზე. ფონდის
სახსრებიდან 2018 წელს სულ 243 597 ლარი გაიცა.
მადლობა თითოეულ თქვენგანს ყოველი შემოწირული ლარისთვის, მადლობა ჩვენი შვილობილების, მათი ოჯახების, ფონდის წევრების სახელით. ეს 6 წელი ჩვენ არ გავჩერდით და ვაგრძელებთ სიცოცხლისთვის ბრძოლას თქვენი მხარდაჭერის იმედით, რადგან მათი ბედი თქვენს ხელთაა, ჯანდაცვის, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ფონდების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მიუხედავად, არის დიდი ნაწილი ხარჯებისა, რომელთა მოძიებაც ოჯახებს უკიდურესად უჭირთ, სწორედ ამ ტიპის ხარჯებს ანაზღაურებს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი. ჩვენ ვიძენთ მედიკამენტებს უცხოეთიდან, ვაფინანსებთ მგზავრობას და სასტუმროს, რეაბილიტაციისა და კვლევების, ხშირად არასრულად დაფინანსებული მკურნალობის ხარჯებსაც.
გმადლობთ თანადგომისთვის, გმადლობთ ნდობისთვის, ჩვენ ერთად კიდევ არაერთ სიცოცხლეს გადავარჩენთ! დონაციისთვის ჩვენს ვებგვერდზე მოძებნე დონაციის ღილაკი, პლასტიკური ბარათის საშუალებით შეასრულე ოპერაცია, დაეხმარე თუნდაც 1 ლარით სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ პატარებს.
შეგიძლიათ დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი