დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი - ჟურნალისტები ბავშვების გადასარჩენად, ხუთი წელია თქვენი თანადგომით ლეიკემიითა და სიმსივნით დაავადებული ბავშვების გადასარჩენად იბრძვის. ჩვენ ერთად უკვე 294 ბავშვს დავეხმარეთ.
2018 წლის ივლისსა და აგვისტოს თვეებში 29 მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. ბენეფიციარებს დაუფინანსდათ ფონდის მიერ კვლევა, მკურნალობა საზღვარგარეთ, მგზავრობა, სასტუმრო, მედიკამენტები, ფონდის სახსრებიდან სულ ზაფხულის 2 თვის განმავლობაში 50 403 ლარი გაიცა.
მადლობა თითოეულ თქვენგანს ყოველი შემოწირული ლარისთვის, მადლობა ჩვენი შვილობილების, მათი ოჯახების, ფონდის წევრების სახელით. ეს 5
წელი ჩვენ არ გავჩერდით და ვაგრძელებთ სიცოცხლისთვის ბრძოლას თქვენი მხარდაჭერის იმედით, რადგან მათი ბედი თქვენს ხელთაა, ჯანდაცვის, მუნიციპალიტეტების, სხვადასხვა ფონდების მნიშვნელოვანი მხარდაჭერის მიუხედავად, არის დიდი ნაწილი ხარჯებისა, რომელთა მოძიებაც ოჯახებს უკიდურესად უჭირთ, სწორედ ამ ტიპის ხარჯებს ანაზღაურებს დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი. ჩვენ ვიძენთ მედიკამენტებს უცხოეთიდან, ვაფინანსებთ მგზავრობას და სასტუმროს, რეაბილიტაციისა და კვლევების, ხშირად არასრულად დაფინანსებული მკურნალობის ხარჯებსაც.
გმადლობთ
თანადგომისთვის, გმადლობთ ნდობისთვის, ჩვენ ერთად კიდევ არაერთ
სიცოცხლეს გადავარჩენთ! პლასტიკური ბართით დონაციისთვის ჩვენს
ვებგვერდზე www.media4life.ge
მოძებნე დონაციის ღილაკი, შეასრულე მარტივი ოპერაცია, დაეხმარე
თუნდაც 1 ლარით სიმსივნითა და ლეიკემიით დაავადებულ
პატარებს.
შეგიძლიათ დარეკოთ 0901080806 ან ჩარიცხოთ თანხა:
საქართველოს ბანკი:BAGAGE22
ანგარიშის ნომერი: GE62BG0000000996577500
თი ბი სი ბანკი: TBCBGE22
ანგარიშის ნომერი: GE98TB7517536080100003
მიმღები: დიმიტრი ცინცაძის სახელობის ფონდი