რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებელი ანი-Z დიდი ხანია
ჩვენი მეგობარია, სკოლის პედაგოგები, ბავშვები და მათი მშობლები
აქტიურად არიან ჩართული სხვადასხვა საქველმოქმედო აქტივობებში,
აწყობენ გამოფენა-გაყიდვებს, კონცერტებს და შემოსულ თანხებს
ქველმოქმედებას ახმარენ.
ჩვენს ფონდშიც არაერთხელ გააკეთეს დონაცია. ჩვენი მორიგი
საპრეზენტაციო შეხვედრაც მათი ინიციატივით გაიმართა. ბავშვებს,
მშობლებს და პედაგოგებს ვუამბეთ, თუ ვისთვის და როგორ იხარჯება მათ
მიერ შემოწირული თანხები, რა გზა განვლო ფონდმა დაარსებიდან დღემდე
სამი წლის განმავლობაში და როგორ ვიბრძვით ერთად სიცოცხლის
გადასარჩენად. ჩვენს შეხვედრას აქტიური ქველმოქმედი, ფოტოხელოვანი
გოგა ჩანადირიც ესწრებოდა, რომელიც ბავშვებს ქველმოქმედების
აუცილებლობაზე, როგორც ადამიანობის უმთავრეს ღირსებაზე ესაუბრა.